კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2020

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან კორონავირუსზე კიდევ 47 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში “კოვიდ-19” არ დადასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კახეთი კვლავ მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს

“თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. არავის არ მოხსნია ეს რეჟიმი. კარანტინში, 4 ადგილას, იმყოფება 130 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში იკვლევენ მაღალი რისკის ჯგუფებსაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს. 9 ივნისს ლუგარის ცენტრში 47 ნიმუში გაგზავნეს. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში ჯამში გაგზავნილია 4712 ნიმუში, საიდანაც 1520 მედპერსონალი, 1734 კარანტინის ვიზიტორი, სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი და ტრაილერის 33 მძღოლი გამოიკვლიეს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია