შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი მოსახლეობა მოძალადეა და ნიკა მელია მშვიდობის მტრედებში ჩაწერეთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2018

თქვენ გქონდათ ძალიან კრეატიული გამოსვლა, ჩვენი მილიონი თანამოქალაქე, რომელმაც არჩევანი გააკეთა, გამოაცხადეთ მოძალადეებად და ნიკა მელია მშვიდობის მტრედებში ჩაწერეთ, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა.
“თქვენ გქონდათ ძალიან კრეატიული გამოსვლა, მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელმაც არჩევანი გააკეთა, გამოაცხადეთ მოძალადეებად და ნიკა მელია მშვიდობის მტრედებში ჩაწერეთ. ასეთი კრეატივიზმი განცხადებებში არ ყოფილა.
პოლიტიკური ამნეზია ნიკა მელიაში დავინახეთ. ის, რომ სხდომებზე არ დადის და თავისი კოლეგების გვარები არ იცის, დააბრალეთ ირაკლი კობახიძეს. არ ვარგა ეგეთი კრეატივიზმი. მოგიწოდებთ, სამართლიანები იყავით და მელიას გადაფუთვას მოეშვით. მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ, უკეთეს შემთხვევაში – სააკაშვილს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასა და “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე ირმა ინაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ევროპული საქართველოს” წევრებმა – გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დააკისრეს.
მათი თქმით, “ქართულ ოცნებას” განსხვავებული აზრისა და კრიტიკის მშვიდად მოსმენა არ შეუძლია, რისი შედეგიც დაპირისპირება იყო”.

წყარო: exclusivenews.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია