გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმედია, თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები- ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2020

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავზე, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია აღიქმება, როგორც "სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება". 

ვოლსკი ამბობს, რომ შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას, თუმცა სამართალდამცველები "თავის სიმაღლეზე" იქნებიან. 

"თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. რთული სიტუაცია შეიძლება, შეიქმნას, მაგრამ იმედია, რომ თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები", - ამბობს გია ვოლსკი. 

მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს რუსთაველის გამზრიზე აქციის გამართვას გეგმავს. სირცხვილიას განცხადებით, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. 

"ყველას, ვისაც გაწუხებთ:

  • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
  • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
  • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
  • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
  • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა.

გელოდებით 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს", - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია