გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაღალმთიან სოფლებში საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივნისი 2020

როგორც მან მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდდება.

 

მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების საპენსიო სარგებელი კი 300 ლარმდე გაიზრდება.

"გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ეკონომიკური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან", - ამბობს გახარია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია