შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კელი დეგნანი: კონგრესში ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივნისი 2020

"არ მინახავს ამ ანგარიშის დეტალები, მაგრამ ვიცი, რომ კონგრესში ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს",- ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის ანგარიშს. მისი თქმით, კონგრესმენები "ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ ამ ქვეყნის მნიშვნელობას და სურთ, რომ ის წარმატებული იყოს".

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არსებითად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი თანამშრომლობის მშენებლობაში უამრავი მიმართულებით. ამის კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა COVID 19-თან დაკავშირებით. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა ამ კრიზისის მართვის თვალსაზრისით. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან მუშაობით სხვადასხვა სააგენტოს საშუალებით, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარება კარგად იყოს მართული. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც ძლიერი რჩება [ტვ.ფორმულას თარგმანი]",- ამბობს კელი დეგნანი

კითხვაზე, თუ როგორი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე, დეგნანი ამბობს, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად ვერაფერს იტყვის, რადგან ხელისუფლების სხვა შტოს წარმოადგენს. 

"ვიცი, რომ შეერთებული შტატები ეძებს საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს. გვაქვს ინიციატივები და გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატებისა", - ამბობს დეგნანი

რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფი Republican Study Committee-ის (RSC) 147 კონგრესმენისგან შედგება. ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებები ყველას პოზიციას გამოხატავს.

ანგარიშში, რომელიც ჯგუფმა გუშინ, 10 ივნისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია