შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო ოთხ წელში, ხონის მერიამ ეპარქიას 700 000 ლარამდე გადაურიცხა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2020

ყოველ წელს, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივ ეპარქიას ათობით ათასი ლარი ერიცხება. "აი ფაქტის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ხონის მერიამ ადგილობრივ ეპარქიას 700 000 ლარამდე გადაურიცხა. 

2016 წელს ამ თანხამ 175 000 ლარი შეადგინა, 2017 წელს - 150 000 ლარი, 2018 წელს - 178 000 ლარი, 2019 წელს - 150 000 ლარი, 2020 წლის ხუთი თვის მონაცემებით კი, ჯერ-ჯერობით 40 000 ლარი აქვთ გამოყოფილი. 

ხონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 23 000 ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარამდე აღწევს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია