გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში 11 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2018

გურიაში 11 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

დღეს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ჩოხატაურის ასეულის 4 მებრძოლი: გელა ბელოუსოვი, მამუკა კალანდაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ზაზა ცინცაძე და ოზურგეთის ბატალიონის 7 მებრძოლი: ბესო ვასაძე, მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, დიმიტრი თალაკვაძე, ხვიჩა ღლონტი, დავით ცანკაშვილი და გოჩა შილაკაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა გიორგი თურმანიძემ,გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ მინდიამ ჟღერიამ გადასცეს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია