სამცხე-ჯავახეთი
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
12 ივნისი 2020
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 12.06.2020
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული 232 მეტრი სიგრძისა და 2,20 მეტრი სიგანის ღია სანიაღვრე არხი რეაბილიტაციისთვის 264 100 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გაბიონი 2000" ასრულებს.
სანიაღვრე არხი ეწყობა თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.ტენდერში გამარჯვებულ კომანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა და სამუშაოები ამავე წლის 8 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მასში ცვლილება ორჯერ შევიდა, ბოლო ცვლილებით არხის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 8 აგვისტოს უნდა დასრულდეს.ქუჩაზე სანიაღვრე არხი პრობლემებს ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულში ქმნის. გასულ წელს, ივნისის თვიდან არხის მოუწესრიგებლობის გამო, ქუჩა რამდენჯერმე დაიტბორა.რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს თამარაშვილის ქუჩა