სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სეტყვა ახალქალაქის 6 სოფელში – დახოცილია შინაური ფრინველი

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2020
სეტყვა ახალქალაქის 6 სოფელში – დახოცილია შინაური ფრინველი მთავარი → სიახლე, შემთხვევა 12.06.2020 ახალქალაქში ძლიერი სეტყვის შედეგად ხუთი სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. სტიქიის შედეგად განადგურდა კარტოფილის და ხორბლის ნათესები. დახოცილია შინაური ფრინველები. ძლიერმა სეტყვამ, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, გოგაშენის, ოკამის, ქარცების, აზმანას და აფნიას მოსახლეობა დააზარალა. „უამინდობა დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო. ხახვი და ნიორი ფაქტობრივად განადგურდა, ქათამი და ბატი ძირს ყრია, ვერ მოვასწარი სახლში შეყვანა. ვუყურებ იქნება რომელიმე გადავარჩინო, ჩემთან ყანაში რა ხდება ჯერ არ ვიცი“, - ამბობს ოკამში მცხოვრები თამარ გვარამაძე.ადგილობრივები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით კარტოფილის და პურის ნათესებია დაზიანებული."ჯერ კიდევ ნიაღვრები მოდის, ყველაფერი განადგურებულია, ასეთი სტიქია ჩვენს სოფელს არ ახსოვს", – ამბობს ოკამში მცხოვრები უშანგი ოქრუაძე.ფოტოები ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია