შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია"- მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ოპოზიციას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2020

გავერთიანდეთ ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს და ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციამ ერთიანი საარჩევნო სია უნდა წარადგინოს.

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი საკუთარი ნებით არაფერს დათმობს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ერთობლივი და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა არჩევნებში:

"მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია.

გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს.

ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას.

ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება.

მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის...

მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა!

ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია... ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება... საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება!

ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის!

მე მზად ვარ განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია