გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს- სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2020

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას გამოეხმაურა.

"ყოველთვის ერთი დიდი სიის და ფრონტის მომხრე ვიყავი, როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შესაძლებელია და ერთი დიდი ფრონტით შეიძლება ქართული ოცნების დამარცხება. აქ მთავარია, ერთიან სიაზე რამდენად მზად იქნებიან პოლიტიკური ორგანიზაციები, მე მაგალითად მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი და ხელს შევუწყობდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია