გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს - ნათელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2020

ბატონი კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს, - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს. 

ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივებას სწორედ არჩევნების გადატანით ცდილობს.

ბატონი კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს, რომლის მოვალეობაა ოლიგარქის კაცთმოძულე აზრები გაახმოვანოს ყოველგვარი ზნეობისა და სირცხვილის გარეშე. ეს გახლავთ მორიგი მცდელობა რამენაირად გაიხანგრძლივონ ყოფნა-არსებობა და ძალაუფლება ფინანსებში და სისტემაში, რეჟიმმა რომელსაც დედამიწაზე აღარ დაედგომება, - ამბობს ნათელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია