შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ დავუშვებთ, ბიუჯეტიდან 1 თეთრი მაინც არარაციონალურად დაიხარჯოს"- ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2020

კორონავირუსის გამო შეცვლილი ბიუჯეტის გეგმა რაციონალურადაა დაგეგმილი და ხელისუფლება ერთი თეთრის არარაციონალურად დახარჯვასაც კი არ დაუშვებს - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

ოპოზიცია პანდემიის გამო კორექტირებულ ბიუჯეტს, "ფლანგვის ბიუჯეტს" უწოდებს.

"არცერთი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე ერთი თეთრი მაინც, მით უმეტეს, თუ ის სესხია, დახარჯული იქნეს არარაციონალურად. გეგმა, რომელიც მათ წარმოადგინეს, სწორედაც, რომ რაციონალური და პროფესიონალურად ჩამოყალიბებულია და გათვლილია არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზე", - თქვა ვოლსკიმ ოპონენტების საპასუხოდ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია