გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჰარცელი: მსოფლიოში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, დღესდღეობით მსოფლიოში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია.

როგორც ჰარცელი ამბობს, პანდემიის დროს ჯამში ევროკავშირმა საქართველოსთვის დასახმარებლად მილიარდ ნახევარი გამოყო, საიდანაც ქვეყანამ თანხის 2/3 გრანტების, ხოლო 1/3 სესხების სახით მიიღო.

„ვამაყობ იმით, რომ ჩვენ მოვახერხეთ გამოგვეყო და მიგვეტანა საქართველომდე ევროკავშირის დახმარება. ჯამურად ეს დახმარება მილიარდ ნახევარ ლარს შეადგენს, რომლის 2/3-ს გრანტების, ხოლო 1/3-ს სესხების სახე აქვს. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და დღევანდელი მდგომარეობით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია მსოფლიოში. თუმცა თქვენ ეს დაიმსახურეთ, როგორც ჯანდაცვის კომპონენტში კრიზისის მართვის მიმართულებით, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში ჩართულობის კონტექსტში, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით, ასე რომ ეს ცუდი დასაწყისი არ არის. რაც შეეხება პრიორიტეტებს ევროკავშირის მხრიდან, ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მზად ვართ დამატებითი მხარდაჭერისთვის ამ მიმართულებით. რაც შეეხება ბიზნესს ვცდილობთ ხელისუფლებასთან ერთად მეტი ფული ჩავდოთ, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობამ განსაკუთრებულად მტკივნეულად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნსესზე იმოქმედა“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია