გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია"- პრეზიდენტი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2020

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ინფორმაციის გავრცელებიდან 24 საათის შემდეგ,  "ფეისბუქით" გამოეხმაურა და სუს-ს მადლობა გადაუხადა.

ზურაბიშვილი წერს, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ ქმედებასთან, რადგან ეპიდემიასთან ეფექტიანმა ბრძოლამ ბევრი გააღიზიანა:

"ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.

დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.

მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა." - წერს ზურაბიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია