კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარანტინში კახეთში 71 მოქალაქე იმყოფება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2020
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დროისათვის თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება.რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 71 მოქალაქე.

15 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი. ამ დღიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს ( კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდ, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები,), დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები. კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, ვისაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტს ტესტირება უტარდება 14 დღის პერიოდულობით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია