შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აპლიკაცია stop covid აქტიურად გამოიყენონ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ, რათა ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს თავი აარიდონ.

საბჭოში აცხადებენ, რომ აპლიკაცია stop covid კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია