შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძე გაბუნიას საქმეზე - ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2020

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც ბუნებრივია, ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რომ არა სახელმწიფოს დროული რეაგირება, შესაძლოა, ამ ყველაფერს ბევრად უფრო მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას, შესაძლოა მოჰყოლოდა ბევრად უფრო მძიმე შედეგები. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც ბუნებრივია, ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია