შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდესაც საფრთხე არის რეალური, გაფრთხილებების დრო შეიძლება არ იყოს - ვოლსკი 20 ივნისის აქციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2020

ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ეხება, მიკერძოებულია. მათი თქმით, გასული წლის 20 ივნისს, აქციის მონაწილეებს დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ სამართალდამცველების გაფრთხილება ყურად ეღოთ და იცოდნენ, ამას რა შედეგებიც მოჰყვებოდა, თუმცა აქცია მაინც არ შეწყვიტეს.

„სახალხო დამცველს გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მგონი განზრახ გამოტოვა, რომ 2 საათის თუ მეტი დროის განმავლობაში პოლიცია იდგა, არანაირ ფიზიკური ძალის გამოყენებას, მოგერიებას არ აპირებდა, მაგრამ საფრთხე, რომელიც არის რეალური, ეს არის ის ცხელი პერიოდი, როდესაც დიდი გაფრთხილებების დრო შეიძლება არ იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

ასეთივე პოზიცია აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მამუკა მდინარაძეს. ის აცხადებს, რომ ომბუდსმენის ანგარიში მოყვანილი ფაქტები იმ რეალობას ეწინააღმდეგება, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

„2 საათის განმავლობაში ინტენსიური შტურმი მიმდინარეობდა ფიზიკური ძალადობის და არეულობის მოწოდებების თანხლებით საქართველოს პარლამენტზე და როდესაც არაერთი გაფრთხილება იყო, მაშინ საპირისპიროს აღნიშვნა, მგონია, რომ არ არის კორექტული. უბრალოდ ფაქტებს, რასაც საზოგადოება ხედავდა პირდაპირ ეთერში, არ შეესაბამება, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეც ვერ დავეთანხმები იმას, რაც ჩემი თვალით არ მაქვს ნანახი და რასაც საზოგადოება ხედავდა საპირისპიროდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ხარვეზებზე და სამართალდამცავთა ქმედებებზე საუბრობს. სახალხო დამცველის ანგარიშში ნახსენებია 20 ივნისს დაზარალებული აქციის მონაწილეები, რომლებსაც დარბევამდე სიტყვიერი გაფრთხილება არ მიუღიათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია