გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩეჩენი ბლოგერი გაბუნიას საქმეზე: პუტინის სანქციის გარეშე, ამას ვერავინ გაბედავდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2020

ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ლიკვიდაცია რამზან კადიროვს სურდა, „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის თანხმობის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.

„ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა. პუტინის სანქციის გარეშე ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. აქ შეიძლება იყოს პუტინის პირდაპირი ბრძანება, ან უსიტყვო თანხმობა, რაც სავსებით რეალურია. დუმილი თანხმობის ნიშანია. ჩემი აზრით კადიროვს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რისთვისაც კრემლში ეჩხუბებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრემლი საქმის კურსშია. პუტინი გაბუნიას გამონათქვამებით ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. ამიტომ მან კადიროვს თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. პუტინი ახლა სულაც არ იქნება კმაყოფილი იმით რომ კადიროვის გამოგზავნილი კილერი დააკავეს“, - განაცხადა აბდურაჰმანოვმა.

ჩეჩენი ბლოგერი ამჟამად შვედეთს აფარებს თავს, ხოლო მის საქმეზე სამი პირია დაკავებული და სამივე რუსეთის მოქალაქე.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრალდებებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ფორმულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია