გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს - ოლეგ პანფილოვი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2020

როდესაც საქმე რამზან კადიროვს ეხება, საფრთხე ძალიან რეალურია, - ამის შესახებ ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი საუბრობს. ამბობს, რომ რუსეთში, ასეთი ტიპის არაერთი მკვლელობა მომხდარა და ოკუპანტი ქვეყნის მოსახელობას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ უსწორდება ვლადიმერ პუტინი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს.

გიორგი გაბუნიას გამოთქმა რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ კადიროვი მუქარის შესრულებასა და გიორგი გაბუნიას დასჯას უფრო ადრე შეეცდებოდა. ეს საფრთხე რეალურია, ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. რუსეთიდან საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რაც შეუძლებელს ხდის გაარკვიო მათი ვიზიტის რეალური მიზეზი. ასევე საზღვრები ძალიან ცუდად კონტროლდება აქედან გამომიდინარე, აუცილებელია, გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კადიროვი პუტინისა და რუსი პოლიტიკოსების პირდაპირ დავალებებს ასრულებს. გიორგი გაბუნიას დასჯას კიდევ შეეცდებიან. ვფიქრობ, დაკავებული ადამიანი მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავს, - ამბობს ოლეგ პანფილოვი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია