შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ"- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2020

"ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ"- თქვა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე.

"აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უსაფრთხოება, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და, საერთოდ, შეგვიძლია, ამ სამინისტროს ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე.

სინამდვილეში, ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ასევე მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას, როცა შემდეგ ეს დაგვჭირდება."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია