გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაბეღლავი" კომპანიაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2020

მინერალური წყალი "ნაბეღლავი" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, მათ კომპანიაში კორონავირუსის სავარაუდო გავრცელებასასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"მოგეხსენებათ, რომ 18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა.

ერთ-ერთი შემთხვევა საექსპორტო ტვირთის ტრაილერის მძღოლს უკავშირდება, რომელიც კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული.

საექსპორტო ტრაილერის მძღოლი 10 ივნისს სს“ წყალი მარგებლის“ საწყობთან, დასატვირთად იმყოფებოდა. მას სს „წყალი მარგებლის“ არცერთ თანამშრომელთან უშუალო შეხება არ ჰქონია.

სს „წყალი მარგებლის“ წარმომადგენლის მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის მიწოდება ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციებთან, მათთან შეთანხმებითა და რეკომენდაციით, დაზღვევის მიზნით ქარხნის გარეპერიმეტრის ორი თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება, რომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 9 ივნისს ჩატარებული ჰქონდა ტესტი, რომელიც იყო უარყოფითი.
საექპორტო ტრაილერის მძღოლს ვირუსი ლარსის გამშვებ პუქნტზე დაუდასტურდა.

ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან სს „წყალი მარგებლის“ ქარხნის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება უცხო პირთა შესვლა და გადაადგილება.
ასევე მკაცრად არის დაცული, ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული ინსტრუქცია საექსპორტო ტრაილერის მძღოლებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტრაილერის მძღოლს ქარხანაში ვიზიტამდე არაუმეტეს 72 საათისა, აღებული უნდა ჰქონდეს ტესტი ვირუსთან დაკავშირებით.

შესაბამისად აღვნიშნავთ, რომ სს „წყალი მარგებლის“ ყველა თანამშრომელი არის ჯანმრთელი და მათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ მძღოლთან არ ჰქონიათ."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია