გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ გინდა, სახე შეიცვალე და სახელი და გვარიო"- სახელმწიფოს შეთავაზება გაბუნიას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2020

„მთავარი“ არხის ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა, სადაც ის მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი გაბუნიას თქმით, მას სახელწიფომ შესთავაზე ყველა სახის დაცვა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კერძო დაცვა ჰყავს და ამის შესახებ ადვოკატთან უნდა მოილაპარაკოს.

„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, სახე შეიცვალე და სახელი და გვარიო. გაუთქმელობის დოკუმენტზეც ხელი არ მომიწერია, შემიძლია თავისუფლად საუბარი ყველაფერზე“ - აცხადებს გიორგი გაბუნია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია