გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაკო გომური: რაზეა საუბარი, როდესაც პრემიერი იძახის, რომ რაღაცები დროთა განმავლობაში ავიწყდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2020

20 ივნისის აქციის დაზარალებულმა მაკო გომურმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში ხელისუფლებისგან თანაგრძნობა არ უგრძვნია.

გომურის თქმით, 20 ივნისს ადამიანებმა მშვიდობიანი პროტესტის გამო, მიიღეს ტყვიები, რომელთაც ცხოველების წინააღმდეგ იყენებენ.

„რა თანაგრძნობაზეა საუბარი, როდესაც პრემიერი იძახის, რომ რაღაცები დროთა განმავლობაში ავიწყდება და რაღაცები დროთა განმავლობაში არ ახსოვს. რაც შეეხება მმართველი პარტიიდან სხვა პოლიტიკოსებს, არანაირი თანაგრძნობა არ გამოუხატავთ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და სხვებისთვისაც, ვინც ვიცი.

ამას პლუს ემატება, რომ ჩვენ სამი ადამიანის გარდა, კიდევ 30 ადამიანი ითხოვს, რომ მიეცეთ დაზარალებულის სტატუსი. ამის თხოვნა რომ გვიწევს დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველამ დაინახა რა მოხდა, როგორ ძალადობდნენ ხალხზე, სადაც ადამიანები არაფერს აშავებდნენ, უბრალოდ, აპროტესტდებდნენ მშვიდობიანად იმას, რაც აუცილებლად უნდა გაეპროტესტებინათ. საპასუხოდ მიიღეს თვალების ამოთხრა, სხეულების დასახიჩრება, ტყვიები, რომელთაც ცხოველებზე იყენებდნენ - გამოიყენეს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ. რომელ თანაგრძნობაზეა საუბარი ამ ყველაფრის მერე“, - განაცხადა გომურმა

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია