სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურისტებს COVID-19-ზე აეროპორტში შეამოწმებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2020
ტურისტებს COVID-19-ზე აეროპორტში შეამოწმებენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 18.06.2020 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტურისტებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე აეროპორტში შეამოწმებენ. „ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ თუ ტურისტს თან არ ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს, მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების დიდი ნაკადი შემოვა, მაშინ ტესტების პასუხების მიღებამდე ისინი სასტუმროებში გადანაწილდებიან.ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იწყება დღიურად უფრო მეტი ტესტის გაკეთება, რაც ხელს შუწყობს ვირუსის ადრეულ დიაგნოსტიკას.„გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოჯისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დღიურად 3 000, 4 000 და უკვე შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარება შეგვეძლება, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს“, – ამბობს ტიკარაძე.მთავრობის გადაწყვეტილებით 1–ელი ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია