შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2020
როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.06.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში შაბათ–კვირას ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები 21 ივნისს სეტყვას ვარაუდობენ. შაბათს, 20 ივნისს ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში, დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11, +13 გრადუსი იქნება.წვიამა და ელჭექია ნავარაუდევი ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბორჯომში. დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6, +8.კვირას, 21 ივნისს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, როგორც დღისით ასევე ღამით, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +11, +13 გრადუსი შენარჩუნდება.მაღალ მთაში მოსალოდნელია წვიმა–ელჭექთ, სინოპტიკოსების ვარაუდით შესაძლებელია სეტყვაც. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი მოსალოდნელია +12, +14 გრადუსი.22 ივნისიდან მთელს რეგიონში ტემპერტურის მატებაა მოსალოდნელი, ხოლო კვირის განმავლობაში კვლავ არამდგარდი ამინდი შენარჩუნდება.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია