გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანას აქვს რუსული ვირუსი" - "გაბედეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია "შეწამლეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2020

მოძრაობა "გაბედეს" აქცია პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან. ახალგაზრდები ადგილზე სპეციალური ეკპირებით და სადეზინფექციო ხსნარებით მივიდნენ. "გაბედეს" წევრებმა სახელმწიფო კანცელარიასთან ფულის კუპიურებით, ე.წ. ხაფანგებიც მიიტანეს.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს პერფორმანსი სიმბოლურად იმ ვითარებას აღწერს, რომელიც დრეს ქვეყანაშია. მათი თქმით, ქვეყანას აქვს "რუსული ვირუსი" და ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ ფული და საკუთარი კეთილდღეობა ადარდებს:

1 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც ქართულმა ოცნებამ დაატრიალა რუსეთის დავალებით. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს ვირუსი და მოვედით რომ შევწამლოთ ეს ტერიტორია და გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ვირუსისაგან - ამბობენ "გაბედეს" წევრები.

"გაბედეს" დღეს 20 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე ლოკაციაზე აქვს აქციები დაგეგმილი. მათ შორის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ივანიშვილის შუშის სასახლესთან

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია