შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პასუხი უნდა აგოს გახარიამაც, კობახიძემაც და ივანიშვილმაც - რუსუდან თამლიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2020

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ანტისაოკუპაციო აქციაზე გამოსვლის გამო დასჯილი ბესიკ თამლიანის დედა და თავად ბესიკ თამლიანიც შეუერთდნენ. რუსუდან თამლიანი 20 ივნისის სისხლიან მოვლენებში გახარიას, კობახიძეს და ივანიშვილს ადანაშუალებს და მათ პასუხისგებაზე სუაბრობს.

ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. პასუხი უნდა აგოს გახარიამაც, კობახიძემაც,  ივანიშვილმაც და ყველამ და პასუხი რომ ვაგებინოთ, ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, ყველას მოვუწოდებ, რომ დავდგეთ ერთად, ვიყოთ ერთად და ვერავითარი მტერი ვერ მოგვერევა, - ამბობს რუსუდან თამლიანი.

ბესიკ თამლიანი 9 აპრილის მონუმენტის მსგავსად 20 ივნისის მონუმენტის დადგმის მნიშნელობაზეც საუბრობს.

არც გახარიას, არც ყოფილ მთავრობას თუ მომავალ მთავრობას, რომ არ დაავიწყდეს ის, რისთვის არიან მთავრობაში მოსულები, რა მიზანს ემსახურებიან, აი, როგორც გვიდგას 9 აპრილის მონუმენტი, მახსენებელი იმისა, არ დაგვავიწყდეს რა ფასად დავგიჯდა ჩვენ თვაისუფლება და დამოუკიდებლობა, მარცხენა მხარეს უნდა დაიდგას 20 ივნისის მონუმენტი ... როდესაც ხალხი პროტესტს გამოხატავს კი არ უნდა დაუპირისპირდე, უნდა მოუსმინო, - აცხადებს ბესიკ თამლიანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია