შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცმოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2020

"კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს, როგორც საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც საერთო ჯამში სამწუხაროა”-ამბობს თალაკვაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია