შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოსავალი რუსეთთან ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენაა - გავრილოვი 20 ივნისის აქციაზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2020

გამოსავალი ერთია, მეზობლებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან, ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი გუშინ, "გავრილოვის ღამის" ერთი წლისთავზე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას. 

მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა და ჩვეულებრივი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგნენ ძალებს, ვინც საქართველოს საზიანოდ მოქმედებს. 

გავრილოვი წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დაეხმარება ქვეყანას კრიზისის გადალახვაში, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესშიც. 

ვვარაუდობ, რომ ამით დაინტერესებულია, როგორც რუსეთი, ისე საქართველო, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი ურთიერთობების აღდგენისა და რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობაშია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია