შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2020
ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 21.06.2020 აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. "ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 5 დეპუტატი. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცეს ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, დავით ჭიჭინაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა.საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია