შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" წლის ბოლოს დიდი ვაი-ვაგლახით ბიუჯეტი მიიღეს,ასეთი პარლამენტი რაში გვჭირდება?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2018

"მთელი წლის მანძილზე, ერთი სწორი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მეტი რა გააკეთეს, წლის ბოლოს დიდი ვაი-ვაგლახით ბიუჯეტი მიიღეს, ეს არის საქმის კეთება? რად გვინდა ასეთი პარლამენტი"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, რომელმაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამა დაამტკიცა.

ცნობისთვის, წინა დღეს ქვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა არ ჩატარდა, დარბაზში სულ 67 დეპუტატი აღმოჩნდა.

"რასაც მე ვხედავ, რა ხდება პარლამენტში, ეს ტარგიკომედიაც არ არის, ეს არის კომედია, კომედიური ჟანრი, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. მითხარით რა გააკეთეს მთელი წლის მანძილზე, ერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი თუ გადაუდგამთ. სესიებზე არ დადიან, თუ მივლენ და ერთმანეთის შეურაცყოფაზე არიან გადასული.

"არის ცემა- ტყეპა, გინება. დეპუტატი რომ მეორე დეპუტატს ხელს დარტყამს, რომელიც კანონებს წერს, იმან ჩვენ რა ჭკუა უნდა გვასწავლოს, ან რა ნდობა უნდა გვქონდეს.

"მე თუ მკითხავთ, პარლამენტარისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, ძალიან მკაცრი სასჯელი უნდა იყოს. როგორც კი ვინმე გაბედავს და ასეთ დებოშს მოაწყობს, მაშინვე უნდა დაითხოვო პარლამენტიდან.

"მაგრამ, ეს ის ხალხია, ვინმემ რომც დაარიგოს, არ დაუჯერებენ. ებრაელების წყევლასავითაა, შენი არ იცოდე სხვისი არ გაიგოო. ისე, ასეთ პარლამენტს, სულ, რომ არ გვქონედს აჯობებდა, მე ასე ვფიქრობ"- განაცხადა გივი სიხარულიძემ.

"რეზონანსი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია