კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყარაჯალაში თელავის მერის წარმომადგენელი– ინფიცირებულ ქალს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ყარაჯალაში ალასკარ სარდაროვის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს მეზობლებთან და ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მისივე ინფორმაციით, ის სოფელში თბილისიდან ტაქსით ჩამოვიდა.

,,ამ ქალს არავისთან ჰქონია კონტაქტი. ვიკითხეთ და არც მეზობლებმა იცოდნენ, რომ ჩამოსული იყო. შვილები, შვილიშვილები და რძლები ყაზახეთში ყავს და აქ სტუმრად ჩამოვიდა. დიდუბეში ვაჭრობდა.

სიძე, მისი შვილი და შვილიშვილიც განმარტავენ, რომ მასთან არ ჰქონიათ კონტაქტი. ის თბილისში, ისანში, ჩაჯდა ტაქსში და ჩამოვიდა.

როგორც გვითხრეს აქ წყლის რიგში იმყოფებოდა, რაც ჩემი ინფორმაციით არ არის მართალი. სოფელში მედიკოსები მუშაობენ და ზუსტ ინფორმაციას ისინი გაარკვევენ”,– განუცხადა Knews.ge-ს ალასკარ სარდაროვმა.

სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩასულ 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით covid19 დაუდასტურდა. ის ელავის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია