გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თანამშრომლობა საქართველოსთან"- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტეროტრირიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2020

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
 
საბჭო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და გამოთქვამს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო - ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის ტექტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

გარდა ამისა, დოკუმენტში სერიოზულ შეშფოთებაა გამოთქმული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო

რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. “გადასასვლელების” ჩაკეტვა იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით, ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ამასთანავე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები  და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას - ნათქვამია დოკუმენტში

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

საქართველოს რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა.

COVID-19 პანდემიის გამო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა. შესაბამისად, საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეზოლუციების განხილვა 20 მარტის  ნაცვლად 22 ივნისს შედგა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია