შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2020
27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.06.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 5 დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს. დღეს, 22 ივნისს მთელს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია +9, +11 გრადუსი.დღის მეორე ნახვერში ხანმოკლე წვიმაა ნავარუდევი მაღალ მთაში. დღისით ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მიაღწევს, ღამით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.23 ივნისიდან მთელს რეგიონში, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა–ელჭექით.ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +8, +10 გრადუსი.ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +23, +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია, +9, +11 გრადუსი.24 ივნისს უმეტეს მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერტურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +9, +11 გრადუსი შენრჩუნდება.დღის განმავლობაში მაღალ მთაში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა–ელჭექთ. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.25 ივნისიდან მთელს რეგიონში ტემპერატურა 3–5 გრადუსით დაიკლებს.ახალიციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ჰაერის ტემპერტურა დღისით +24, +26, ღამით კი +6, +8 გრადუსამდე შემცირდება.ასევე, დაიკლებს ტემპერტურა მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით მოსალოდნელია +19, +21 გრადუსი, ღამით კი +5, +7.26–27 ივნისიდან სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერტურა 30 გრადუსამდე მოიმატებს. ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით +28, +30 გრადუსია ნავარუდევი, ღამის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +22, +24, ღამით კი მოსალოდნელია +7,+9 გრადუსი სითბო.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია