გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რურუა პოლიტპატიმარია და უნდა გამოუშვან"- კობერიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2020

ანა დოლიძის პოლიტიკურ პლატფორმის წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ გიორგი რურუაა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ციხიდან უნდა გამოუშვან. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"იმ სამიდან ვინმე თუ გამოსაშვები და პოლიტპატიმარია რურუაა ზუსტად, თუ გაინტერესებთ ჩემი პოზიცია. დღეს ქართულმა ოცნებამ, მაგალითად, არ შეასრულა მისი პირობა ბოლომდე, ხმა მისცა ამ კენჭისყრას, 120/30-ზე, მაგრამ რა პირობაც აქვს დადებული, სავარაუდოდ, ჩვენს მიღმა, და მე მჯერა, რომ ეს პირობა მას დადებული აქვს, ის ბოლომდე არ შეასრულა და რურუა არ გამოუშვა", — თქვა ლევან კობერიძემ.

კობერიძემ არ გამორიცხა, რომ გიორგი რურუა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენამდე გირაოთი გათავისუფლდეს. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები ადასტურებს, რომ ქართული ოცნება მათთან მოლაპარაკებაშია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია