შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერაბ ჭანუყვაძე შემოქმედის შტაბს უხელმძღვანელებს - საარჩევნო ფინანსები გელა ჭანუყვაძეს ჩააბარეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2020

გურიის ყოფილი გუბერნატორი, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოზურგეთში, მერაბ ჭანუყვაძე მმართველი პარტიის შტაბს ამჯერად მშობლიურ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის  საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

როგორც მმართველი პარტიიდან გვაცნობეს, ჭანუყვაძე ამ პოსტზე რაიონული შტაბის უფროსის, დავით დარჩიას გადაწყვეტილებით დაინიშნა.

თავად დარჩია კი სახელისუფლებო შტაბს ოზურგეთში ხელმძღვანელობს და მმართველ პარტიას ადგილზე საპარლამენტო არჩევნებისათვის ამზადებს.

თავად არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დანიშნული.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დარჩია გარდა ჭანუყვაძისა, რომლისთვისაც აღნიშნული დანიშვნა აშკარა და თვალშისაცემი დაქვეითებაა, თავის პარტიაში ძველი გვარდიიდან რამდენიმე ცნობილი სახის განდევნას გეგმავს, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მუნიციპალიტეტს ვიცე მერის - კობა დუნდუას, და პარტიის დამფუძნებლისა და ბიუროს წევრის რუსუდან მემარნიშვილის.

დავით დარჩიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო - შტაბის ფინანსები მისმა მარჯვენა ხელმა - გელა ჭანუყვაძემ ჩაიბარა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია