შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარწმუნებული ვარ არჩევნები კლასიკური გაგებით არ იქნება, ხალხი მათ გაგლეჯს"- სააკაშვილი "ოცნებაზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2020

თებერვალში, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ვანო მერაბიშვილი კიევში ჩაფრინდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა სატელევიზიო პროგრამაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან" განაცხადა.

მისი თქმით, საპატიმროში ყოფნისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს მერაბიშვილს მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, რაზეც მან უარი თქვა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში არჩევნები კლასიკური გაგებით არ იქნება.

„მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლეს, ის ჩემთან ჩამოვიდა. მას შევხვდი. ჩემთან სახლში მოვიდა. ვუთხარი: ვანო, დიდი მადლობა, რომ შენ არ უღალატე ჩვენს მეგობრობას და ჩემზე არაფერი დაწერე. მან მითხრა, სამადლობელი არაფერია. მე ეს შენთვის არ გამიკეთებია. უბრალოდ ცხოვრებაში სარკეში ვეღარასოდეს ჩავიხედავდი და საკუთარი თავის პატივისცემა აღარ მექნებოდა. ეს ჩემთვის გავაკეთეო. მე ამაში დარწმუნებული ვარ! ის ახლა საქართველოშია, არჩევნებისთვის ემზადება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები კლასიკური გაგებით არ იქნება. ხალხი მათ უბრალოდ გაგლეჯს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია