ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 562 საქმე იყო აღძრული, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეს მაჩვენებელი 1518-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობების რიცხვი 956 ერთეულით არის გაზრდილი.
ასევე, ყურადსაღებია სამი დღის წაინ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა. "თინეიჯერების 98%-ს ეზიზღება საკუთარი თავი, დარჩენილ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე. მათ რომ სიცოცხლე და საკუთარი თავი უყვარდეთ (თავს ასე არ იგრძნობენ)", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს.