გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის რიშის მეგობრობის შედეგი - კობახიძე აშშ-ს თავდაცვის აქტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020

ეს არის ბოკერიას და [რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი, - ასე ეხმაურება პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესული ცვლილებების პაკეტს. 

ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ცვლილებები მმართველ გუნდს ვერაფერს დააკლებს, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას დააზიანებს.

ეს არის ბოკერიას და [რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. ეს, ბუნებრივია, ვერაფერს დააკლებს ქვეყანას და ვერაფერს დააკლებს "ქართულ ოცნებას", თუმცა ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რასაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯიმ რიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო და ის ამ დრომდე შეუსრულებელია. ​​​​​​​ 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია