შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს: ანტიდასავლური განცხადებები ოპოზიციის არჩევანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2020

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია განცხადებას ავრცელებს და ოპონენტებს 8  მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

 

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მმართველ გუნდს ანტიდასავლურად მიაჩნია შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები გერმანიის ელჩის საპასუხოდ.  

"ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო", - წერია "ქართული ოცნების" მიერ გავრცეკებულ განცხადებაში.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას არ ასრულებს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ აძლევს ხმას.

შეგახსენებთ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდისა და ფეიკნიუსების გავრცელების გამო ფეისბუკმა დეკემბერსა და მაისში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში წაშალა. 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კი მმართველ პარტიას დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს, რომ გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია