გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იქ საუბარი არ არის პოლიტპატიმარზე - ზალკალიანი აშშ-ს თავდაცვის აქტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2020

საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესული ცვლილებათა პაკეტის კომენტირებისას განაცხადა. 

ამბობს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც საქართველოსთან მიმართებით ძალიან მკაფიო გზავნილებია. ზალკალიანი პოლიტიკურ ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ვფიქრობ, პრემიერმა თავის დასკვნით სიტყვაში ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობას და იმას, როგორ ცდილობენ ოპონენტები, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არასწორად თარგმნონ და საზოგადოებაში შეიტანონ იმის განცდა, რომ თითქოს აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რაღაც ქმედებით მინიშნებას აძლევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.... საუბარი არის 8 მარტზეც იმ კონტექსტში, როგორც ეს არის განმარტებული 8 მარტის შეთანხმებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზე და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს იქ საუბარია, რომ ის პოლიტპატიმარია, იქ სხვაგვარი დეფიცინიციაა გაკეთებული, საუბარი არ არის პოლიტპატიმარზე. იმის წარმოჩენა, რომ რაღაც პირობითობაზე არის საუბარი, სიცრუეა. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს ამ აქტში, - აცხადებს ზალკალიანი. 

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯიმ რიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო და ის ამ დრომდე შეუსრულებელია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია