გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად“ – ბაია პატარაია ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2020

უფლებადამცველი ბაია პატარაია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხამურება და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

„თუ გინდათ, რომ 19 წლის ბიჭებს გადაბრუნებული სიტყვის გამო არ კლავდნენ, მოსპეთ მაჩოიზმი (ტოქსიკური მასკულინობა); მიეცით „კაცურ ღირსებას" ადამიანური და არა მამლაყინწური შინაარსი; გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად"

საერთოდ, გადაიაზრეთ „კაცობა". სანამ „კაცობა" ნიშნავს გაფხორილ ინდაურობას, „ვისსსაა, ბიჭჭჭო?!"-ს, უაზრო ბრექიაობას, აგრესიულობას, ძალადობას და ჩაგვრას, მანამდე კუბოში გვეყოლებიან „კაცური კაცობის" გამო დახოცილი ბიჭები. ფემინიზმი გჭირდებათ კაცებს! ფემინიზმი კაცებს კი ებრძვის, არამედ მაჩოობას და აგრესიულ მასკულინობას. კაცი ადამიანი უნდა იყოს ჯერ და არა უტვინო და აფოფრილი, უკონტროლო და აგრესიული არსება, რომელსაც რუდუნებით ეძახით „კაცურ კაცს". გადააფასეთ „კაცობის" მნიშვნელობა კაცებმა და ყველას გვეშველება", - წერს ბაია პატარაია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია