სამცხე-ჯავახეთი
ანთიმოზობაზე ადიგენის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 ივნისი 2020
ანთიმოზობაზე ადიგენის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 26.06.2020
დღეს, 26 ივნისს სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადიგენის ორი საპატიო მოქალაქე დაასახელეს.
ადიგენის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორი, რევაზ ჟღენტი და უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციკიძე.გასულ წელს, სერაპირონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ადიგენის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); სოფელ ხევაშნის საჯარო სკოლის პედაგოგი აზა სახოკია; ბიზნესმენი თემურ თათეშვილი; ადიგენის სკოლის დირექტორი თინათინ კუბლაშვილი; ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი; პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ვაჟა ბერიძე და ზარზმის მონასტრის არქიმანდრიტი ნიკოლოზი (გეწაძე).[sknews.ge]