შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020
სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია მთავარი → სიახლე, განათლება 26.06.2020 საინფორმაციო სააგენტო Yerkir.am წერს, რომ სამცხე–ჯავახეთიდან 69 აბიტურიენტი სომხეთში ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებს. ამისთვის მათ 14–დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. Yerkir.am წერს, რომ სომხეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, საქართველოდან აბიტურიეტები უპრობლემოდ შეძლებენ მათ ქვეყანაში შესვლას და ერონულ გამოცდებზე დასწრებას. გამონაკლისი შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ონლაინ განაცხადი 15 ივნისამდე აქვთ შევსებული.ამავე გამოცემის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის და სომხური დიასპორის აბიტურიეტებისთვის, მისაღებ გამოცდებს დისტანციურად ჩაატარებს სომხურ-რუსული (სლავური) უნივერსიტეტი და გ. ვ. პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალი.ჩაკეტილი საზღვრების გამო, საქართელოში მცხოვრებმა ათობით სომეხმა აბიტურიენტმა სომხეთის მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ ეროვნულ გამოცდებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა.ამავე თემაზე:სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია