სამცხე-ჯავახეთი
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
27 ივნისი 2020
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 27.06.2020
საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა, თუმცა 29 ივნისს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
რეგლამენტის შესაბამისად, ივნისის ბოლო პარასკევს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს ჰიმნი შესრულდა.საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, 29 ივნისის, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს.[sknews.ge]