სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2020
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’ მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 01.07.2020 „ლელოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ვანო მერაბიშვილის წარდგენა შეცდომა იყო, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ და კანდიდატს თავადაც წარადგენენ. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ „ლელოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ინასარიძემ განაცხადა, 2020 წლის არჩევნებზე მათ შესაძლოა რომელიმე ოლქში კანდიდატი არ დააყენონ, იმ შემთხვევაში თუკი სხვა პარტიის კანდიდატს ღირსეულად ჩათვლიან: „ჩვენ ყველა, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი, თუმცა შესაძლოა გვქონდეს გამონაკლისი. იმ შემთხვევაში, თუ ის მაჟორიტარი, რომელიც დააყენეს სხვებმა ჩვენთვის იქნება მისაღები, ვთვილით, რომ ღირსეული ადამიანია, შეიძლება ჩვენ დავიხიოთ უკან“, - აცხადებს ინასარიძე. კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ასეთი გამონაკლისი იყოს ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი წარადგინა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერაბიშვილის კანდიდატურას ისინი მხარს არ დაუჭერენ: „ჩვენ „სამცხის ოლქში“ აუცილებლად დავაყენებთ კანდიდატს. მე რომ ჩვენი პარტიის შეხედულება ვიცი, მეორე ტურიც რომ დაჭირდეს, მეორე ტურშიც არ დავუჭერთ მხარს ვანო მერაბიშვილს არავითარ შემთხვევაში. ეს არის დიდი შეცდომა. ჯობდა, რომ ევროპულ საქართველოს დაეყენებინა თავისი კანდიდატურა“. გადაცემა „კვირის აქცენტში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის წევრმა კობა სანდროშვილმა განაცხადა, რომ მათი კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვანო მერაბიშვილი იქნება. სავარაუდოდ, მას მხარდაჭერას გამოუცხადებს „ევროპული საქართველო“ და ისინი ცაკლე კანდიდატს არ დააყენებენ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია