სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სარო – დევების სამფლობელო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020
სარო – დევების სამფლობელო მთავარი → სიახლე, საზოგადოება 30.06.2020 გოლიათები ან დევები თუ ზღაპრული გმირები გგონიათ, საროში სტუმრობის შემდეგ აღიარებთ რომ ეს მითიური ქმნილებები ნამდვილად არსებობდნენ. ასპინძის სოფელი სარო ალბათ დევებისა და გოლიათების სამფლობელო იყო. აქ ნახავთ უზარმაზარ, დაუმაშვებელი ქვებისა თუ ლოდებისგან გაკეთებულ ნაგებობებს. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). ეს მეგალითებია.რა არის მეგალითი? – დავგუგლოთ – უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობა (აკლდამა, სამლოცველო და სხვ.); გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (კერძოდ, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზედაც). „სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა“. მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:• „ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი);• „ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა;• „ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით;თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.“აქ აღმოჩენილია დარანები, ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები) ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები). [გულო კოხოძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია