სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2020
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება, SK TV 01.07.2020 14 წლისაა, თუმცა უკვე იცის, რომ პროფესიით, პიანისტი იქნება. როიალთან დღეში შვიდი საათის განმავლობაში ვარჯიშობს. ანაჰიტ სტელმაშოვა არაერთი ფესტივალის მონაწილე და ცნობილი ფონდების სტიპენდიანტია. ფორტეპიანოზე ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს, ამბობს, რომ თავიდან ცოტა ზარმაცი მოსწავლე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კონცერტებში მიიღო მონაწილეობა, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა უფრო მოემატა. ინსტრუმენტზე დღეში 6-7 საათის განმავლობაში უკრავს, სწორედ მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ანაჰიტი ფრანგი კომპოზიტორის მიშელ სონის, ასევე კანადაში არსებული ვან არმენიანისა და ელისო ბოლქვაძის „ლირა“ ფონდის სტიპენდიანტია.ხშირად უწევს სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნაწარმოებების შესრულება. სცენაზე გასვლის წინ არ ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ოჯახი გულშემატკივრობს.ახლა თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობს, მისი ერთ-ერთი პედაგოგი, ცნობილი პიანისტი ნინო ქათამაძეა.„კლასიკური მუსიკა ჩემი ნაწილია, თავს სხვაგან ვერ ვხედავ. ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა არის ვერცხლის მაკნატუნა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში, მაკნატუნას საერთაშორისო კონცერტზე მოსკოვში მივიღე. ფინალში შევასრულე შოსტაკოვჩის მეორე კონცერტის პირველი ნაწილი, ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები და ძალიან მომწონს შოსტაკოვიჩი“, - ამბობს ანაჰიტი.საყვარელი კომპოზიტორებიც და ნაწარმოებებიც აქვს. უყვარს ბახის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ნაწარმოებების შესრულება. თუმცა, როდესაც ფორტეპიანოსთან ჯდება მხოლოდ კლასიკურ მუსიკას არ უკრავს. ხშირად ჯაზს უკრავს. „მიყვარს ჯაზი, გერშვინის “summer time” და პოლ დესმონდის „take five”.პანდემიის პერიოდში ბევრი კონცერტი გადაიდო, თუმცა გულს არ იტეხს და ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს. მიზანი აქვს რომ, უფრო მეტს მიაღწიოს, ჩამოყალიბდეს პროფესიონალ პიანისტად და ცნობილ კომპოზიტორებთან ერთად, ნიუ-იორკში არსებულ კარნეგი ჰოლში დაუკრას.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია